Pages

საწრეო მუშაობა

 

ინგლისური ენის წრე "Young Readers"


წრის დასახელება და მოკლე დახასიათება
მიმდინარე 2022-2023 სასწავლო წელის დასაწყისში ოდიშის მე-2 საჯარო  სკოლაში ინგლისური და ქართული ენის მასწავლებლებმა გადავწყვითეთ გაგვეხორციელებინა პრაქტიკულ კვლევით საქმიანობა მე-5 კლასის მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე; პრობლემის იდენტიფიცირების შედეგად გამოვლინდა კითხვის ტექნიკის სირთულეები და დაიგეგმა ღონისძიებები პრობლემის დასაძლევად. აღნიშნულიდან გამომდინარე  სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ინგლისური და ქართული ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საგნობრივი წრეები; ინგლისური ენის წრე  სახელწოდებით "Young readers"; ქართული ენის წრე "ნორჩი მკითხველები". 
  საწრეო მუშაობის მიზანი გახლდათ მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგებისა  და   გააზრების უნარის განვითარება; კითხვის ტექნიკის გაძლიერება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ანალიზის, მსჯელობის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარების   განვითარებისთვის ხელშეწყობა.
      საწრეო  მუშაობისას გამოვიყენეთ საინტერესო მეთოდები და  აქტივობები,  ასევე  მრავალფეროვანი რესურსები.  შეხვედრები  იმგართებოდა  კვირაში ერთხელ, ინგლისურ ენაში ოთხშაბათს, ქართულ ენაში ხუთშაბათს  მე-6 გაკვეთილად ( 60 წუთი).
   საწრეო მუშაობის მოკლე ანგარიში და ამსახველი  ფოტო თუ ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოლთ ჩემს ბლოგზე; 
   მოსწავლეებმა  სიხარულით გამოთქვე  წრეში წევრობის სურვილი; (სულ 9 მოსწავლე). ამავე წამოწყებას მხარი დაუჭირეს მათმა მშობლებმაც. Მოსწავლის წევრობა დადასტურდა  განცხადების საფუძველზე(დირექციასთან შეთანხმებით).  19 ოტომბერს ჩატარდა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა.
                                                         
                                                  ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელი: ი. ჭურღულია


ინგლისური ენის  სასკოლო  წესდება და  საწრეო მუშაობის პროგრამა   შეგიძლიათ იხილოთ დაბლა ბმულებში:   
      
ინგლისური ენის სასკოლო წრის წესდება

საწრეო მუშაობის პროგრამა

საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა
























                                     

                                      საწრეო მუშაობის დასკვნითი ღონისძიება

ინგლისური ენის წრის ,,Young Reader” მუშაობის რეფლექსია

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N2 საჯარო სკოლაში 2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა ჩავატარეთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე „კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება დაწყებით კლასებში -V კლასში. პრობლემა გამოიკვეთა განმავითარებელი შეფასების გაანალიზების საფუძველზე და შემდგომ პრობლემის მიზეზები სიღრმისეულად შესწავლილ იქნა კვლევის როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი მეთოდებით. მოსწავლეების დიაგნოსტირების შედეგებმა წაკითხულის გააზრებაში უფრო ცხადყო პრობლემის სიმწვავე რის საფუძველზე დავსახე სხვადასხვა ინტერვენციბი და მათ შორის  ჩამოვაყალიბე ინგლისური ენის წრე-Young Readers.
საწრეო შეხვედრები ტარდებოდა  კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა გაგრძელდებოდა მთელი სასწავლო წელი.  წრეზე განსახილველი თემები წინასწარ იყო გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის ლექსიკური, კითხვითი და საბოლოოდ სააზროვნო უნარების  განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას საგნისადმი. ინფორმაცია წრის შესახებ დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. შევადგინე სამუშაო პროგრამა, რომელიც შესაბამისობაში იყო ესგ-თან. ინფორმაცია წრის შესახებ გამოვაქვეყნე საკუთარ ბლოგზე. საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის მიხედვით ინგლისურ ენაში. საწრეო მუშაობა მოიცავდა წაკითხულის გაგება-გააზრების ნაწილს, მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, ლექსიკური ერთეულების შესწავლით. მეცადინეობის პერიოდში ეტაპობრივად განვიხილეთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები.
ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება  წრის  მიმართ. იმ  მიზნით რომ განევითარებინათ როგორც სოციალური ასევე აკადემიური უნარები, რაშიც გამართული  კითვითი უნარები დაეხმარებოდათ .
 საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად ვახალისებდი მოსწავლეების წარმატებას, მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
მაქსიმალურად ვცდილობდი სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი. კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, რომელიც ხელს შეუწყობდა ცოდნის გაღრმავებასთან თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას . მოსწავლეები თავად იყვნენ აქტიურად ჩართული სამუშაო პროცესში. მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და ჯგუფურად. ყოველი შეხვედრა იყო სახალისო და საინტერესო.
   წრის ყოველი შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. წრის აქტუალობას ხელი შეუწყო სხვადასხვა რესურსების გამოყენებამ, მაგ: სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა ( ზღაპრები, იგავები და ა.შ), დაფა, ცარცი, თვალსაჩინოებები, ფლიპჩარტები,
მიზნის   მისაღწევად სწავლებისას გამოვიყენე სხვადასხვა სტრატეგიები და აქტივობები. გამოვყოფდი შემდეგ სტრატეგიებს- 
“ ტექსტის ჩარჩოები”-ტექსტის სტრუქტურის სწავლება; უცხო ტექსტის აღქმა, სწორი და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების დაუფლება (მახვილი, ინტონაცია, პაუზა). 
“მნიშვნელოვანი სიტყვები”-სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა ტესტის  გააზრებისა და სიღრმისელი წვდომისთვინ. 
“მკითხველთა თეატრი”- როლებში კითხვა, როლური თამაში, შემოქმედებითი ნიჭის არტისტობის რეალიზება;
“პირამიდა”-წაკითხული ტექსტის სქემატური მონახაზი; ტექსტის ძირითადი ხაზის აღქმა, მასში აღწერილი ამბების ლაკონურად გადმოცემა და შეჯამება; 
“ურთიერთსწავლება”-ტექსტის შეგნებული და გააზრებული კითხვა;
მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე რაც რამდენიმე მოსწავლის აკადემიურ შედეგზეც  კი აისახა. თუმცა იყო ხარვეზებიც, სწავლის პროცესში, როცა საჭიროებამ მოითხოვა, შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად ამისა, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას.  
მოსწავლეები წავახალისე წრის დასასრულს და სკოლიის დირექციასთან ერთად გადავეცით სერთიფიკატები, კლასში უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა შემდეგი სასწავლო წლიდან წრეში ჩართვის სურვილი. წრის მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა. ასე, რომ შემიძლია თამამად დავასკვნა, სასწავლო წლის განმავლობაში საწრეო მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა.

                            ინგლისური ენის წრე  Young Readers ხელმძღვანელი: 
                                                                                                              ირმა ჭურღულია








No comments:

Post a Comment