Pages

ფოტო/ვიდეო გალერეა

სკაუტი მასწავლებელი- პროექტიში მონაწულეობდა სამეგრელოს რეგიონში არსებული რამოდენიმე სკოლა, მათ შორის ჩვენი ოდიშის მე-2 საჯარო სკოლის რამოდენიმე მასწავლებელი (თეა ზურებიანი, ნანა ფარცხალაია, ცირა შედანია, ირმა ჭურღულია).
პროექტის მიზანი გახლდათ

  •  მოზარდი თაობის განვითარებაზე ზრუნვა, მათი ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური, სოციალური და სულიერი პოტენციალის გამოვლენის გზით მოზარდი თაობის გამოხატვისა და საკუთარი თავის დამკვიდრების პირობების შექმნა. 
  • ადგილობრივი თემის განვითარება
        პროექტი საზეიმოდ გაიხსნა Deja vu-Hostel & Camping Sector-ში.

          ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებმა გაირეს პრაქტიკული და                           თეორიული კურსები:

  • ქემფინგი/მოლაშქრეობა
  • სემინარი სკაუტინგი
  • ვორქშოფი პიონერინგი, თვითგადარჩენა
  • სკაუტური თამაშობები


კიდევ ერთი საინტერესო პროექტი რომელიც აღდგომის თემატიკაზე განახორციელეს ჩვენმა მე-7, მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელს.
Englishbookeducation-ის მიერ გამოცხადებულ საპროექტო აქტივობებში არაერთხელ მიიღეს ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა, მე-2 სემესტრში ახალ გამოწვევებს ინტერესით და შემართებით შეხვდნენ. არაფორმალური განათლებაზე დაფუძნებული ურთიერთსწავლება მათ ძალიან დიდ გამოცდილებას შესძენთ, როგორც სოციალური ურთიერთობების კულტურის ჩამოყალიბებაში ასევე სასწავლო საკითხებშიც.





2022 წლის 26  ოქტომბერს English Book Education-ის  ვებ-გვერდზე გმოცხადდა· გათამაშება ინგლისური ენაში, რომელიც    მოიცავდა  გაკვეთილის ჩატარებას და  ჰელოუინის თემაზე, ჩატარებული გაკვეთილის ამსახველ ფოტო მასალის ატვირთვას. 
 ოდიშის მე2 საჯარო სკოლის მე-7 კლასი მოსწავლეებმა მიიღეს  მონაწილეობა გათამაშებაში. 
გაკვეთილის მიზანი იყო, აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებს შემოქმედებითად  და თნამშრომლობითი მიდგომით მიეღოთ საპრეზენტაციო პროდუქტი, შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ფუნქციების დაცვით.
გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოსწავლეებმა იმუშავეს მოთელვით აქტივობაზე წყვილებში, წაიკითხეს შემოთავაზებული ტექსტი და ჯგუფებში იმსჯელეს ტექსტის საინტერესო დასასრულზე. პლაკატზე გადაიტანეს ნამუშევარი, მოახდინეს მისი  ილუსტრირება და პრეზენტაცია. 
English book-ის მიერ, ჰელოვინის გაკვეთილის კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ შორის მეც გადმოგვცეს სერთიფიკატები და მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო.



                      








No comments:

Post a Comment