Pages

გაკვეთილის გეგმები


თემაMaking Things we Use 
მიზანი: 

  • მოსწავლეები ამოიცნობენ და  ასახელებენ  საკომუნიკაციო ერთეულებსსხვადასხვა მეტყველების ნაწილებს მაგარსებითიზედსართავი სახელებიზმნები დ ა. შ. შესაბამისი სასწავლო რესურის გამოყენებით (სახელმძღვანელო, მასწავლებლილს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი);  

  • დაახარისხებენ სამუშაო რესურსების აღმნიშვნელ სიტყვებს  ხელობების მიხედვით; პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ დახურული და ღია ტიპის კითხვებს 

  • წერითი სამუშაოების საწარმოებლადგამოიყენებენ მოქმედების თანმიმდევრობის გამომხატველ  სიტყვებს (ThenNextafter thatFinally),  დაალაგებენ ლოგიკურად წინადადებებას  სურათებზე დაყრდნობით 

  • სიტყვებზე და სურათებზე დაყრდნობით შექმნიან შემეცნებითი ტიპის ტექსტს; 

 
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: 
 

უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა. 
პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს; 

·         გამოთქვამს დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან; 

უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა. 

·         ასახელებს  საგნებს, მოქმედებებს.  

 კითხვაუცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 

·   ამოიცნობს  სიტყვების  მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (მაგ., ილუსტრაციის, ნაცნობი ასოები) დახმარებით; 

 წერა/ უცხ.დ.IV.14.  მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. 

·         ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში; 

·         იყენებს სიუჟეტის განვითარების თანმიმდევრობის გამომხატველ  სიტყვებს  (Then, Next, after that, Finally) 

მედიაციაუცხ.დ.IV.21. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება 

გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას; 

 
 

გაკვეთილის მსვლელობა: 

 

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს(  2წთ) 

აქტივობა I : "გონებრივი იერიში"(5წთ) 
 

  •          მასწავლებელი  ქმნის საგაკვეთილო  განწყობას.  სლაიდების დახმარებით აჩვენებს ფოტოებს ნასწავლ თემატიკაზე, მოსწავლეებმა  უნდა დაასახელონ  რომელი სპეციალობის ადამიანებირა სახის ნივთები და  მოქმედებები არის წარმოდგენილი სურათზე; 

აქტივობა II: "კითხვა-პასუხი"(5წთ)მასწავლებელი სვამს სხვადასხვა ტიპის (ღია და დახურული) კითხვებს; 

           v  დახურული ტიპის კითხვები: 

         What job is each picture? ( პასუხებიa candle maker, a basket maker, a weaver and a potter) 

         What job is a potter, a candle maker, a weaver, a basket maker? (A potter is a person who makes different kind of  pots; A candle make is a person who makes candles; A weaver is a person who weaves the cloth; a basket maker is a person who weaves baskets;) 

         What things do they make ? (a vase, jug, a bowl, a jug, a dish, a candle, the cloth, a basket, a  flower pot,) 

         What are they made of? (They are made of clay, reeds, wool and wax); 

v  ღია ტიპის კითხვები 

         Which thing do you use at home and what for? (for e. g. we use a jug for  water./ sts. answers) 

         What do you think which job is the most important  and why? (I think the cloth because the clothes are made of it; so people wear them; /  sts. Answers); 

აქტივობა III: "ცხრილზე მუშაობა"( 5წთ) 

  • ერთმანეთს;  მოსწავლეებს წყვილებში ურიგდებათ ფურცლები, რომელზეც  ცარიელი ცხრილია სურათებით მოცემული, შემთხვევითი პრინციპით  იღებენ ყუთიდან თითო ბარათს ერთ-ერთი ხელობის გამომსახველი სურათით და ეკრანზე წარმოდგენილი სიტყვებიდან ირჩევენ პროფესიისთვის შესაბამის სიტყვებს და ავსებენ ცხრილს; შემდეგ სხვა მსგავსი ბარათის მქონე  წყვილებთან გადადიან და ადარებენ პასუხებს; 

აქტივობა IV:"მოდელირებით ტექსტის შედგენა(8წთ) 

  •          მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოწერს წინადადებებს და ანვითარებენ ტექსტის მოქმედებას საწყისი ეტაპიდან დასასრულისკენ, თანმიმდევრობის გამომხატველი  სიტყვების  (Then, Next, after that, Finally) გამოყენებით. 

აქტივობა V:" შემეცნებითი ტექსტის შედგენა პლაკატებზე  ჯგუფებში"( 10წთ) 
 

  •  მასწავლებელი ყოფს კლასს 2 ჯგუფად,  English World L 4 სამუშაო რვეულში გვ. 55  მოცემული საკვანძო სიტყვებისა და სურათების საფუძველზე ფორმატზე წერენ შემეცნებითი ტიპის ტექსტს და აფორმებენ საკუთარი შეხედულებისამებრ 

აქტივობა VI:ნამუშევრის პრეზენტაცია (6წთ) 
 

  • ჯგუფიდან თითო წარმომადგენლები გამოდიან და წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევარს 

გაკვეთილის შეჯამება-( 3წთ)  
 

  •        What was the lesson about? 

  •       What words do you remember? 

  •       What activities do you like most of all and why? 

  •       Which was difficult for you and why? 

საშინაო დავალება:  ( 1წთ) 
 

  • Making any kind of object from the plasticine, wax or wool, presenting and explaining the process of making it. გამოძერწონ, მოქსოვონ ან გააკეთონ  ნებისმიერი ნივთი, წარმოადგინონ ნამუშევარი და ახსნან რა რესურსები და ქმედებები განახორციელეს მისი შექმნისას 

 
შეფასება: განმსაზღვრელი საკლასო მუშაობის შეფასების  რუბრიკა; 
გამოყენებული რესურსები: 

  •  პროექტორი,  ლეპტოპი, ფურცლები ცხრილებით; წებოვანი ბარათები, მასწავლებლის  მიერ მომზადებული ციფრული საპრეზენტაციო მასალა: დაფა, ცარცი, მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები; მარკერები;  სამუშაო რვეულები. 

 

No comments:

Post a Comment